შესავალი (წიგნის გეგმა)


შინ მოხვედრის ორი გზა არსებობს: ან შინ უნდა დარჩე, ან მთელი ქვეყანა უნდა შემოიარო და საწყის წერტილში დაუბრუნდე. ასეთი მოგზაურობის ამბავი ერთ წიგნში უკვე აღვწერე, ამიტომ ამ გზას გადავუხვევ და დაუწერელს გავყვები; ნებისმიერი დაუწერელი წიგნივით, ის ჩემს ყველა უკვე დაწერილ წიგნს ბევრად სჯობს. თან ვატყობ, რომ დაუწერელი დარჩება, ამიტომ აქ მას სიმბოლურად გამოვიყენებ – იგივე ჭეშმარიტების სიმბოლოდ. მასში უზარმაზარი მდელოების რომანტიკაა, ბორცვების ციცაბო კალთებზე კი უესექსის თეთრი ცხენებია ამოკაწრული. ის ერთ ბიჭზეა, რომლის სახლი თუ ფერმა ასეთ ადგილზე დგას და რომელიც გოლიათის გამოსახულებისა და სამარხის საძებნელად მიეშურება. როდესაც სახლს საკმაოდ დაშორდება, ამჩნევს, რომ მისი საკუთარი ფერმა და ბოსტანი, ბორცვზე ჰერალდიკური ფარივით რომ ჩანს, სწორედ რომ ასეთი გიგანტური ნახატის ფრაგმენტებია. ის ამ ნახატზე ცხოვრობდა , მაგრამ სიახლოვისა და სიდიდის გამო ვერ ამჩნევდა. ვფიქრობ, დღეს ნებისმიერი დამოუკიდებელი გონების წინსვლის სურათი ამის მსგავსია. მსგავსია ამ წიგნის მიზანიც.
ქრისტიანობის შიგნით ყოფნის გარდა საუკეთესო რამ მართლა მის გარეთ ყოფნაა. საქმე ისაა, რომ ქრისტიანობის კრიტიკოსები არ არიან მის გარეთ. ისინი ყველანაირი თვალსაზრისით საკამათო ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათი ეჭვებიც კი ეჭვიანია; მათი კრიტიკა უწესრიგო და უწიგნური ლანძღვაა, ანტიკლერიკალიზმი კი უბრალოდ ჭორაობად იქცა. ვწუწუნებთ, რომ მოძღვარს მოძღვარივით აცვია - თითქოს მეტად თავისუფლები ვიქნებოდით, თუ პოლიციას, რომელიც გვითვალვალებს და გვიჭერს, ჩვეულებრივად ჩაცმული მაძებრებისგან შეადგენდნენ; რომ მოძღვარს ქადაგებას ვერ შეაწყვეტინებ, და რომ ამბიონი მხდალის სიმაგრედ იქცა. თუმცა, მაგალითად, რედაქტორის კაბინეტს მხდალის სიმაგრეს არავინ უწოდებს. წესით, მხდალი არც მოძღვარს უნდა დაარქვა და არც ჟურნალისტს, მაგრამ მოძღვრის მიმართ ეს უფრო უსამართლოა: ის ეკლესიიდან მაინც გამოდის და ამ დროს პანღურიც შეგიძლია ამოჰკრა, ჟურნალისტი კი სახელსაც   მალავს, ასე რომ ხეირიან პანღურსაც ვერ უთავაზებ. იწერება უაზრო წერილები და სტატიები ეკლესიების დაცარიელებაზე და არავინ თავს არ იწუხებს იმის შემოწმებით, მართლა ცარიელია თუ არა, და თუ ცარიელია, რომელი. ეს აზრები სამმოქმედებიანი ფარსის მღვდლის აზრებზე უფრო ფუჭია და ბების ბალადების სტილში მისი წახალისებისკენ გვიბიძგებს : „შენი თავი არაა ჰოპლი პორტერის გოგრასავით ცარიელი“. მართლაც, ყველაზე უსახურ ღვთისმსახურსაც კი შეგვიძლია ვუთხრათ: „შენი თავი არაა აღშფოთებული ერისკაცის, უბრალო გამვლელის ან შენი ნებისმიერი საგაზეთო კრიტიკოსის გოგრასავით ცარიელი; მათ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ, რა სურთ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რას ითხოვენ შენგან.“ წამოუვლით რაღაც და ეკლესიას დაეტაკებიან – ომი თავიდან რატომ არ აგვაცილაო, არადა თავად არ უნდოდათ ომის თავიდან აცილება, და არც არავის არასდროს არ დაუჩემებია, რომ შეუძლია ამის გაკეთება, გარდა იმ პროგრესული და კოსმოპოლიტი სკეპტიკოსების სკოლის წარმომადგენლებისა, ეკლესიის დაუძინებელი მტრები რომ არიან. დარცხვენილი და დაბნეული ეს ანტიკლერიკალური და აგნოსტიკური სამყარო უნდა იყოს, ვინც საყოველთაო მშვიდობის დადგომას ქადაგებდა, სინამდვილეში კი საყოველთაო ომი გაჩაღდა. და თუ მოარული აზრით, ომმა ეკლესიის სახელი შელახა, მაშინ წარღვნას კიდობანის იდეა შეულახავს. მსოფლიოს გზააბნეულობა სწორედ ეკლესიის სიმართლეს ამტკიცებს. ეკლესიას შვილთა უცოდველობა კი არა, მათი ცოდვიანობა ამართლებს. ამათი განწყობა მთელი რელიგიური ტრადიციის წინააღმდეგ დაპირისპირები თაა აღბეჭდილი. კარგია, როცა ყმაწვილი მამულში ცხოვრობს, ან მისგან შორსაა და მას მთლიანად ხედავს. ეს ხალხი კი საშუალედო მდგომარეობაშია გახირული და ხეობაში ჩავარდნილივით, ვერც წინ და ვერც უკან განლაგებულ სიმაღლეებს ვერ ხედავს. ისინი ვერც ქრისტიანები ხდებიან და ვერც ანტიქრისტიანობას ელევიან. ბოღმა, გადაგვარება და უბადრუკი კრიტიკაა მათი ხვედრი. რწმენის ჩრდილში მყოფთ, რწმენის სინათლე დაუკარგავთ.
ჩვენი სულიერი სახლისადმი საუკეთესო დამოკიდებულება მასთან ისეთ სიახლოვეა, რომელიც სიყვარულს შეგაძლებინებს. თუ არა და სჯობს იმდენად მოცილდე, რომ არ შეიძულო მაინც. აქ იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ თუმცა ქრისტიანობის საუკეთესო შემფასებელი თავად ქრისტიანია, რიგით მას ვინმე კონფუციანელის მსგავსი მოსდევს. ყველაზე ცუდი მსაჯული ისაა, ვინც დღეს ყველაზე უფრო მეტად განსჯის – უცოდინარი ქრისტიანი, რომელიც თანდათან უხასიათო აგნოსტიკოსად ყალიბდება და რომელიც მტრული დაპირისპირების ბოლოში ისე ჩაითრიეს, რომ დასაწყისში ვერ გარკვეულა. მემკვიდრეობით მიღებული გაბეზრებით მოწამლულს ისიც კი ღლის, რაც არასდროს არ გაუგონია. ასეთი ქრისტიანობას, კონფუციანელისგან განსხვავებით, წყნარად ვერ განსჯის. ის არ ეკიდება მას, როგორც კონფუციანელობას. მას ა შეუძლია წარმოსახვის დაძაბვით კათოლიკური ტაძარი ათასი მილის დაშორებით, დილის უცნაური ცის ქვეშ მოათავსოს და მასზე, ჩინური პაგოდის მსგავსად, მიუმხრობლად იმსჯელოს. ამბობენ, წმ. ფრანცისკ ხავიერმა, რომელმაც იქ თითქმის დააფუძნა ეკლესია, კოშკივით რომ ზემოდან დაჰყურებდა ყველა პაგოდას, საბოლოო მარცხი იმიტომ განიცადა, რომ მის მიმდევრებ სხვა მისიონერებმა თორმეტი მოციქულის ჩინური ატრიბუტიკით გამოსახვაში დასდეს ბრალი. განა ბევრად უკეთესი არ იქნებოდა მათი ჩინელებივით დანახვა და ჩინელებივით პატიოსნად განსჯა, ვიდრე ხატმებრძოლთა დასამსხვრევად განწირულ უსახურ კერპებად, ან უსაქმური კოკნის მიერ ტირის სამიზნე ფიგურებად გამოსახვა? უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს შორეულ აზიურ კულტად წარმოვიდგენდით; ეპისკოპოსთა მიტრს – იდუმალი ბონზების კოშკისმაგვარ თავსაბურავად; პასტორალურ კვერთხს – აზიური პროცესიის დაკლაკნილ ქვეწარმავლად; ლოცვათა წიგნს – სალოცავ ბორბლად, ჯვარს კი დაგრეხილ სვასტიკად. მაშინ ხომ მოთმინებას არ დავკარგავდით ზოგიერთი სკეპტიკოსი კრიტიკოსივით, მოთმინებას ჭკუასაც რომ გააყოლებენ ხოლმე. მათი ანტიკლერიკალიზმი ამოსფეროდ გადაიქცა, უარყოფისა და მტრობის ატმოფეროდ, რომელსაც თავს ვეღარ აღწევენ. ამას ბევრად აჯობებდა, ეს ყველაფერი სხვა კონტინენტის, ან სულაც სხვა პლანეტის კუთვნილებად დაგვენახა. ბევრად უფრო ფილოსოფიური იქნებოდა ბონზებზე ინდიფერენტულად მიშტერება, ვიდრე ეპისკოპოსებზე გაუთავებელი და უაზრო ბუზღუნი. უკეთესი არ იქნებოდა, ეკლესიისთვის პაგოდასავით ჩაგვევლო და შესასვლელში არ გავშეშებულიყავით - ვერც შიგნით რომ ვერ შესულხარ დასახმარებლად და ვერც გარეთ გამოსულხარ დასავიწყებლად? მათ, ვისაც ასეთი რეაქცია აკვიატებად ექცა, სერიოზულად ვურჩევ, წარმოსახვა დაძაბონ და თორმეტი მოციქული ჩინელებად წარმოიდგინონ. ვურჩევ ამ კრიტიკოსებს ქრისტიან წმინდანებს ისე მაინც მოექცნენ, როგორც წარმართ ბრძენთ მოექცეოდნენ.
ამ წიგნის მთავარი მიზანიც ესაა: ვეცდები დავამტკიცო, რომ თუ წარმოსახვის დაძაბვით მოვახერხებთ ყველაფრის გარედან დანახვას, მივხვდებით, რომ იმასთან გვაქვს საქმე, რაზეც ტრადიციულად შიგიდან მსჯელობენ. ზუსტად იმ ბიჭისა არ იყოს: როდესაც საკმარისი მანძილით შორდება გოლიათს, რწმუნდება, რომ ეს მართლაც გოლიათია. ქრისტიანული ეკლესიაც, ამოსავლური ცის ქვეშ გადატანილი, ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიად მოჩანს. მოკლედ, როგორც კი გადაწყვეტ, რომ მის მიმართ მიუკერძოებელი გახდე, იმწამსვე მიხვდები ადამიანთა მიკერძოების მიზეზს. თუმცა ამ აზრს უფრო სერიოზული ახსნა სჭირდება.
ოგორც კი მივხვდი, რომ ღვთაებრივი ამბის განცალკევებულ და განუმეორებელ ხასიათში არის რაღაც დამაჯერებლობა, იმწამსვე ვიგრძენი, რომ ადამიანური ამბავიც, რომელმაც მასთან მიგვიყვანა, ასეთივე უცნაური, მაგრამ დამაჯერებელია; ამ ამბავსაც ხომ ღვთაებრივი ფესვები აქვს. ეკლესია საგრძნობლად უფრო მნიშვნელოვანი ხდება კაცობრიობის ზოგად რელიგიური ცხოვრებს ფონზე, ზუსტად ისევე, როგორც კაცობრიობ ბუნების ისტორიის ფონზე. თანამედროვე ისტორიის დიდი ნაწილი სოფისტიკადაა ქცეული, რომელიც ცდილობს ჯერ ცხოველიდან ადამიანზე, შემდეგ კი წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის სიმკვეთრრამენაირად შეარბილოს. სინამდვილეში კი რაც უფრო რეალისტური განწობით ვეცნობით ამ გადასვლებს, მით უფრო მკვეთრად გვეჩვენება ორივე. კრიტიკოსი რომ დისტანცირებას ახერხებდეს, ამ დისტანციის მასშტაბსაც უკეთ შეამჩნევდა, მიუკერძოებელი გაშუქებისას კი თეთრსა და შავს უკეთ გაარჩევდა. წინააღმდეგობის და ამბოხების წინასწარი განწყობის გამოა, თეთრს რომ ჭუჭყიან ნაცრისფრად, შავს კი არც ისე შავად რომ ხედავს. მე არ ვამბობ, რომ ამ წინააღმდეგობას თუ ამბოხებას საფუძველი არ გააჩნია, ან თანაგრძნობას არ იწვევს. უბრალოდ ეს არამეცნიერულია. ხატმებრძოლი შეიძლება აღშფოთებული იყოს და თან სამართლიანადაც, მაგრამ ხატმებრძოლეობას მიუკერძოებლობასთან არაფერი ესაქმება. მხოლოდ უსინდისო ფარისეველი თუ იტყვის, რომ მაღალ კრიტიკოსთა, მეცნიერ-ევოლუციონისტთა და რელიგიათმცოდნეობის პროფესორთა დიდი ნაწილი მიუკერძოებელია. რატომ უნდა იყვნენ მიუკერძოებელნი, ან რას ნიშნავს ეს საერთოდ, როცა მთელი მსოფლიო იბრძვის და ვერ გარკვეულა, გამანადგურებელ ცრურწმენასთან გვაქვს საქმე თუ ღვთაებრივ იმედთან? მე არც მომაქვს თავი იმი, რომ მიუმხრობელი ვარ, რადგან რწმენის საბოლოო აქტი ადამიანის გონებას აკმაყოფილებს და შესაბამისად განაწყობს კიდეც. მე ვაცხადებ, რომ მათზე ბევრად უფრო მიუკერძოებელი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ამბის მოყოლა პატიოსნად შემიძლია, ორივე მხარის სიმართლის დანახვით, მათ კი ეს არ ძალუძთ. მე ვაცხადებ, რომ მიუკერძოებელი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ შემრცხვებოდა ტიბეტელ ლამაზე ისეი სისულელეების მოროშვა, რასაც ესენი რომის პაპზე ჰყვებიან, ან იულიანე განდგომილსეთივე ლანძღვა, როგორც ესენი იეზუიტებს ლანძღავენ. ესენი არ არიან მიუმხრობლები, ამათ ისტორიის სასწორის გაწონასწორება არასდროს უცდიათ, განსაკუთრებით ევოლუციის და გარდაქმნის ამ საკითხებში. ესენი ყველგან დაისის ნაცრისფერ გრადაციას ხედავენ რადგან ღმერთების დაისი ელანდებათ. მე ვამტკიცებ, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ღმერთების დაისი, ადამიანისთვის აქ დღის სინათლე ნამდვილად არაა.
მე ვამტკიცებ, რომ დღის სინათლეზე გამოტანისას ეს ორი რამ უცნაურად და განუმეორებლად გამოიყურება და მხოლოდ გამოგონილი გარადამავალი პერიოდის მატყუარა ბინდშეიძლება ეს რამე სხვას მიამსგავსო. პირველი რამ არის არსება სახელად ადამიანი, მეორე კი - ადამიანი სახელად ქრისტე. ამიტომაც გავყავი ეს წიგნი ორ ნაწილად: პირველი ადამიანთა მოდგმის წარმართული თავაგადასავლის ჩანახატია, მეორე კი იმ რეალური განსხვავებისა, რაც გაქრისტიანებამ გამოიწვია. ორივე მოტივი გარკვეულ მეთოდს მოითხოვს, რომლის გამოყენება ძნელია, განსაზღვრა და დაცვა კი უძნელესი.
იმისვის, რომ მიუკერძოებლობის ნოტ აახმიანო, სიახლის ძარღვს უნდა შეეხო. რაღაც თვალსაზრისით, საგნებს ჭეშმარიტად მხოლოდ პირველი დანახვისას ვხედავთ. ამიტომაა, რომ ბავვებს, როგორც წესი, არ უჭირთ ეკლესიის დოგმების მიღება. თუმცა ეკლესია, რომელიც შრომისა და ბრძოლისათვის აუცილებელი პრაქტიკული რამაა, ბავშვების გარდა, დიდებსაც სჭირდება. ის მეტწილად ტრადიციულ, ჩვეულ და გნებავთ, ყოველდიურიც კი უნდა იყოს. თუ მის არსს გულწრფელად ვრძნობთ, ეს სავსებით საღი მიდგომაა. მაგრამ თუ საფუძველთან გაუცხოებამ დაისადგურა, რა ახლა ხდება, უნდა ვეცადოთ ბავშვური გულწრფელობა და ინტერესი, სინამდვილის შეურყვნელი აღქმა და უბიწო ობიექტურობა დავიბრუნოთ. ან ის მაინც მოვახერხოთ, რომ ჩვევის ღრუბელი გავფანტოთ და საგნები ახლებურად დავინახოთ, თუნდაც როგორც არაბუნებრივი. შეჩვეული კარგია, ვიდრე სიყვარულს კვებავს, მაგრამ თუ ზიზღისკენ გიბიძგებს, შეუჩვეველი უნდა ამჯობინო, რადგან ესოდენ დიდ საგნებთან შეხებისას, მიუხედავად თვალსაზრისისა, ზიზღი დიდესი შეცდომაა. უნდა მოვიხმოთ ყველაზე უფრო ცოცხალი წარმოსახვა, რათა ჭეშმარიტის დანახვა შევძლოთ.
წარმოვიდგინოთ ნებისმიერი რამ, რაც საოცარი და მშვენიერია. ჯორჯ უინდამი მიყვებოდა, თუ საოცარი სანახაობა იყო ერთ-ერთი პირველი აეროპლანის პირველ აფრენა, მაგრამ უფრო ნაკლებად საოცარი, ვიდრე ცხენი, რომელიც მხედარს ემორჩილება. ვიღაცამ თქვა, რომ კარგ ცხენზე ამხედრებული კარგი ადამიანი ყველაზე უფრო კეილშობილი სანახაობაა. ვიდრე ადამიანს ასეთი სწორი განწყობა აქვს, ყველაფერი კარგადაა. უპირველესად და საუკეთესო ამის დაფასებ იმ ადამიანებმა იციან, რომლებსაც ცხველებთან სწორი მოპყრობის ტრადიცია მოყვება, ადამიანებს, რომლებმაც იციან ცხენის ყადრი. ბიჭს, რომელსაც ახსოვს, თუ რა კარგი მხედარი იყო მამა და რარიგ კარგად ეპყრობოდა ცხენს, ესმის, როგორია სწორი დამოკიდებულება. მას პირველს აღაშფოთებს ცუდი მოპყრობა, რადგან იცის, როგორი უნდა იყოს კარგი და ხედავს, რომ ცხენზე ამხედრებულ ადამიანში არაბუნებრივი არაფერია. ის არ დაუგდებს ყურს თანამედროვეობის დიდ ფილოსოფოსს, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს, რომ ადამიანს ცხენი უნდა დააჭენებდეს. ის არ აყვება სვიფტის პესიმისტურ ფანტაზიას და არ იტყვის, რომ ადამიანი მაიმუნივით საძაგელია, ცხენი კი ღმერთივით სათაყვანებელი. ცხენიანი მხედარი მისთვის ადამიანური და ცივილიზებული ხატია, რომელიც გმირულსა და სიმბოლურამდეც კი შეიძლება ამაღლდეს, როგორიც, მაგალითად წმ. გიორგის ხატებაა. ფრთოსანი ცხენის იგავი მისთვის ბუნებრივი იქნება და იმასაც გაიგებს, არიოსტომ მრავალი ქრისტიანი გმირი ზეციურ მხედრად რატომ აქცია. ადამიანთან ერთად ცხენი ზეაწეული ხდება, როდესაც სიტყვა რაინდობას ვახსენებთ.
მაგრამ თუ ადამიანი ისეთ გუნებაზეა, რომ ვერ გრძნობს ამ სასწაულს, მაშინ მისი გაანსაღება ზუსტად მეორე ბოლოდან უნდა დაიწყოს. წარმოიდგინეთ, რომ მისთვის სულერთია ცხენზე ზის კაცი თუ სკამზე. სასწაული, რომელზეც უინდმი ლაპარაკობდა, მშვენიერება, რომელიც ამ სურათს ცხენოსანის ქანდაკებად მოგაჩვენებს, ამხედრებული რაინდის ხატი – ეს ყველაფერი მისთვის ჩვეულებრივი და მოსაბეზრებელიც კია. იქნებ ეს უბრალოდ მოდური იყო და ახლა აღარაა, ან იქნებ ამაზე ზედმეტ უჩიინებდნენ და თან არასწორად? ასეა თუ ისე, ადამიანი ისე ხასიათზეა, რომ ბედაურს ჯოხის ცხენისგან არ ასხვავებს, პაპამისის ბალაკლავზე ჯიქურ მიტანილი შეტევა კი მისთვის ისევეა დამტვერილი, როგორც საოჯახო ალბომის სხვა მობეზრებული სურათები. ასეთ ადამიანს ალბომი აღარ ანათლებს, მას მხოლოდ მტვერი აბრმავებს და ის ვეღარც ცხენს შეამჩნევს და ვეღარც მხედარს, ვიდრე ყველაფერ ამას სრულიად უცხო თვალით არ შეხედავს, როგორც რაიმე არამიწიერს.
დაბურული ტყიდან, უძველესი აისით განათებული, მძიმე, მაგრამ მოცეკვავე სვლით უნდა მოგვიახლოვდეპრეისტორილ არსებათა შორის ერთი ყველაზე უცნაური. უჩვეულოდ პატარა თავი სქლსა და გრძელ კისერს უჭირავს გარგოლიასავით, არაპროპორციული ფაფარი უადგილო წვერივითაა, ღონიერი ფეხები მასიური რქის და ყველა საქონელისაგან განსხვავებული, გაუორებელი ჩლიქით ბოლოვდება. ეს მხოლოდ სიტყიერი ფანტაზია არაა – მისი განუმეორებელი ურჩხულივით ასეთი აღქმა, რადგან ურჩხული ნიშნავს კიდეც განუმეორებელს, ის კი მართლაც განუმეორებელია. აი როდესაც შევძლებთ მის ასე დანახვას, როგორც პირველმა ადამიანმა დაინახა, იქნებ შევძლოთ იმის წარმოდგენაც, რა იგრძნო პირველმა ადამიანმა, რომელმაც ის პირველად გააჭენა. ამ ზმანებაში იქნებ მახინჯადაც მოჩანს, მაგრამ შთამბეჭავიცაა – ორფეხა ჯუჯა, რომელიც მის ზურგზე მოექცევა. ასეთი გრძელი და უცნაური გზით ისევ მივუბრუნდებით ცხენისა და ადამიანის მარგალიტს და ეს მარგალიი იქნებ მშვენიერიც მოგვეჩვენოს. წმინდა გიორგიც იქნებ უფრო დიდებულად წარმოგვიდგეს, რადგან ურჩხული შეკაზმავს და არა ცხენი.
ეს მაგალითი მხოლოდ მაგალითია და სხვა არაფერი. სულაც არ ვაპირებდი იმის თქმას, რომ პირველი ადამიანის მიერ ტყეში დანახული ურჩხული უფრო ნამდვილი ან მშვენიერია, ვიდრე ციილიზებული ადამიანის მიერ თავლაში ნანახი ფაშატი. ორი უკიდრესობიდან ჭეშმარიტებასთან ტრადიციულ დამოკიდებულებას ვამჯობინებ. უბრალოდ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებას მხოლოდ ამ ორ უკიდურესობაში ვიპოვით, საშუალედო მდგომარეობაში კი ის ტრადიციით დაღლილობასა და გულმავიწყობაში უჩინარდება. სჯობს ცხენში ურჩხული დაინახო, ვიდრე ავტომობილის უშედეგო შემცვლელი. ძველი გაბეზრებას ახლით შეშინება სჯობს.
ამ თვალსაზრისით ადამიანიც ისეთივე ურჩხულია, როგორც ცხენი. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით საუკეთესო ადამიანის ისეთნაირი განხილვაა, როგორც ამას ჩემი ფილოსოფია აკეთებს. მას, ვინც ადამიანის ბუნებას ქრისტიანული და კათოლიკური თვალსაზრისით უცქერს, ის ყოველმხრივ საღ თვალსაზრისად მიაჩნია და სრულად აკმაყოფილებს. მაგრამ თუ სიახლისა და უცნაურობის განცდა დაიკარგა, სჯობს აქაც გროტესკს და ფანტაზიას მივმართოთ. ვცდილობ მკითხველს დავეხმარო ქრისტიანობის გარედან დანახვაში – ერთიანად, სხვა მოვლენების ისტორიულ ფონზე, ისევე, როგორც ვცდილობ, რომ დავანახო ადამიანი სხვა ბუნებრივი მოვლენების ფონზე. და თუ ამას მოვახერხებთ, დავინახავთ, რომ ორივე ზებუნებრივად ამობურცულია; იმპრესიონისტული შუქ-ჩრდილით კი არ ერწყმის ფონს, არამედ ჰერალდიკური ხასხასა ფერებით განცალკევებულია: მკვეთრი, როგორც წითელი ჯვარი თეთრ ფარზე ან შავ ლომი ოქროსფერ ველზე.
ორივე ცხადად დანახვისათვის აუცილებელია ორივეს მთლიანად დანახვა. უნდა ვიცოდეთ ორივეს დასაწყისი და განვითარება, რადგან ამ ამბავში დაუერებელსწორედ ისაა, ასე დაწყებული ასეთნაირად რომ განვითარდა. თუ ევოლუციურ თანასწორობას ვივარაუდებთ, ადვილი წარმოსადგენია, რომ ყველაფერი, შესაძლოა, სულ სხვა გზით წასულიყო და სულ სხვა რამ ჩამოყალიბებულიყო. ის, ვინც ხედავს, რა მოხდა, იმასაც დაინახავს, რომ გამონაკლისსა და სასწაულთან აქვს საქმე. თუკი ოდესმე ადამიანი მხოლოდ ცხოველი იყო, ისიც შეგვილია წარმოვიდგინოთ, რომ მისი გზა რომელიმე სხვა ცხოველმა გაიარა. იოლი წარმოსადგენია სპილოთა არქიტექტურა ხორთუმისმაგვარი კოშკებით, ქონგურებით და კოლოსალური ზომის ქალაქებით; სასიამოვნო წარმოსადგენია ძროხა, რომელმაც სამოსი განავითარა და ორ-ორი წყვილი შარვლით და ფეხსაცმლით დაიარება, ან სუპერმაიმუნი, რომელიც ყველანაირ ზეადამიანს აღემატება – ოთხხელა არსება, წინა კიდურებით რომ ხატავს და კვეთს, უკანათი კი დურგლობს და საკვებს ამზადებს. მაგრამ თუ დავაკვირდებით, რა მოხდა, აუცილებლად დავასკვნით, რომ ადამიანმა ყველაფერ სხვას ასტრონომიული მანძილით და სინათლის სისწრაფით გაუსწრო. ზუსტად ასეთივე იოლი წარმოსადგენია, რომ ეკლესია, რომელიც მითრაისტულ ან მანიქეველურ ცრურწმენებთან იმპერიის დასასრულის თანმდევ ძიძგილაობაში თავისუფლად შეიძლებოდა ჩაკვდარიყო და მისი ადგილი რომელიმე სხვა, შემთხვევით კულტ დაეკავებინა, ორი ათასი წლის შემდეგ ისევ ბრწყინავს აზროვნებისა და აღმაფრენის ფრთიან ელვა დროის დინებაში – უძლეველი და შეუდარებელი; მით უფრო ახალი, რაც უფრო ძველია.


No comments:

Post a Comment