IV მწვალებელთა მოწმობანი


ქრისტემ ეკლესია ორი დიდებული გამოთქმით დააფუძნა მოციქულთათვის ნათქვამ უკანასკნელ სიტყვებში, სადაც მათ ეს უფლებამოსილება მიიღეს. ერთგან პეტრეს, მის საფუძველს, კლდეს ადარებს, მეორეგან კი გასაღების სიმბოლოა ნახსენები. პირველის მნიშვნელობა ჩემთვის უდაოა, თუმცა ის უშუალოდ არ ეხება ახლანდელ მსჯელობას, გარდა ორი მეორეხარისხოვანი ასპექტისა. თუმცა ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი ბევერად უფრო გვიან გაიშალა და აიხსნა; და კიდევ იმის, რომ თვით ენაც კი მარტივის და აშკარას საპირისპიროა, რადგან კლდედ აღწერს ადამიანს, რომელიც ლერწამს უფრო ჰგავს.
რაც შეეხება გასაღების სიმბოლოს, მისი სიზუსტე შეუფასებებლი დარჩა. გასაღები ქრისტიანული ჰერალდიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა ბევრს არ შეუმჩნევია, რამდენად მორგებულია ეს ალეგორია. ახლა ისტორიის იმ წერტილს მივუახლოვდით, როდესაც რაღაც უნდა ითქვას რომის იმპერიაში ეკლესიის პირველ გამოჩენასა და მოქმედებაზე და ამ მოკლე აღწერისათვის არაფერი ისე არ გამოგვადგება, როგორც ეს უძველესი მეტაფორა. ადრეული ქრისტიანი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც ზრუნავს გასაღებზე, ან უფრო ზუსტად იმაზე, რასაც გასაღებად თვლის. მთელი ქრისტიანული მოძრაობა ამ გასაღების ფლობის მტკიცებაა. ეს არაა უბრალოდ წინ მოძრაობა, რომელსაც ტარანი უკეთესად გამოსახავს. ეს არაა თანამედროვე სოციალურ მოძრაობასავით გზად ყველაფრის, მსგავსისა თუ განსხვავებულის მოხვეტა. როგორც მალე დავინახავთ, მან ცხადად უარყო ასეთი მოქმედება. მან გარკვევით განაცხადა, რომ არსებობს გასაღები, რომ ის ფლობს ამ გასაღებს და რომ გასაღები ერთადერთია და განუმეორებელი. ამ თვალსაზრისით ის ძალიან ვიწროა. უბრალოდ გასაღებს თურმე სამყაროს საპყრობილის გაღება და მასში თავისუფლების სინათლის შეშვება შეუძლია.
მრწამსი სამი თვალსაზრისით ჰგავს გასაღებს და ეს სიმბოლო მას ყველაზე უფრო მოხერხებულად აჯამებს. გასაღების უპირველესი მახასიათებელი მისი ფორმაა, ის პირველ რიგში ფორმის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. ქრისტიანული მრწამსი ფორმების ფილოსოფია და უფორმობის მტერია. აქაა განსხვავება უფორმო უსასრულობისაგან, მანიქეურისა თუ ბუდისტურისაგან, რომელიც აზიის ბნელ გულში დაბუდებულა - არსებათა არსებობის შეწყვეტის იდეალი. აქვეა მისი განსხვავება ვულგარული ევოლუციონიზმის ანალოგიური ბუნდოვანებისგან, რომლის იდეალი არსებათა მიერ ფორმის გაუთავებელი კარგვაა. ადამიანს თყ ეტყვი, რომ მისი პირადი გასაღები მილიონობით სხვა გასაღებთან ბუდისტურ ერთიანობად გადაადნეს, გაღიზიანდება. არც ის დააყენებს უკეთეს ხასიათზე, რომ მისი გასაღები ჯიბეში თანდადანობით იზრდება და ახალ-ახალ განტოტებებსა თუ გართულებებს იძენს.
მეორე: გასაღების ფორმა თავისთავად ფანტასტიკურია. ველური, რომელმაც არ იცის გასაღების რაობა, ვერასდროს მიხვდება, რა არის. ის ფანტასტიკურია, რადგან რაღაც თვალსაზრისით ნებისმიერია. გასაღები არაა აბსტრაქციის და ამდენად, არც კამათის საგანი. ის ან ერგება კლიტეს, ან არა. სრულიად უსარგებლოა მასზე კამათი, ან მისი რეკონსტრუქციის მცდელობა გეომეტრიისა თუ დეკორატიული ხელოვნების პრინციპების საფუძველზე. უაზროა ადამიანისგან გასაღების გამარტივების მოთხოვნაც; ამას უჯობს, ძალაყინით იმოქმედოს. და მესამე: გასაღებს აუცილებლად აქვს მოხაზულობა, ამის მოხაზულობა კი საკმაოდ რთულია. როდესაც ადამიანები ჩივიან, რომ რელიგია თავიდანვე თეოლოგიითა და მსგავსი რამეებით გართულდა, უნდა ახსოვდეთ, რომ სამყარო უბრალოდ ორმოში კი არ აღმოჩნდა, არამედ ორმოებისა და კუთხეების რთულ ლაბირინთში. პრობლემა იყო თავისთავად რთული; არა ცოდვასავით მარტივი რამის შემცველი, არამედ ათასნაირი იდუმალებით, შეუსწავლელი და შეუცნობელი შეცდომებით, არაცნობიერი სულიერი სნეულებებით, ყველა მიმართულების საშიშროებებით დახუნძლული. რწმენა რომ სამყაროს მშვიდობისა და უბრალოების გაცვეთილი ჭეშმარიტებებით დახვედროდა, რაზეც მის დაყვანას ზოგიერთ მორალისტი ლამობს,ის უმცირეს გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ამ ფერადოვან დალაბირინთებულ საგიჟეთზე. რაც მოახდინა, ამას მოკლედ აღვწერთ, ახლა კი იმის თქმა ვიკმაროთ, რომ ამ გასაღებში ყველაფერი რთული იყო, გარდა ერთი რამისა - მან კარი გააღო.
ამის შესახებ მრავალი აღიარებული და მიღებული განცხადებაა გაკეთებული, რომელთაც მოხერხებულობისა და სიმოკლისთვის შეიძლება ცრუ ვუწოდოთ. ყველას გვსმენია, როგორ ამბობენ, რომ ქრისტიანობა ბარბაროსულ ეპოქაში აღზევდა. ზუსტად ასევე შეუძლიათ თქვან ქრისტიანული მეცნიერების შესახებაც. მათთვის ქრისტიანობა სოციალური დეგრადაციის სიმპტომია, ჩემთვის კი ქრისტიანული მეცნიერებაა სიმპტომი, ოღონდ გონებრივი დეგრადაციის. მათ მიაჩნიათ, რომ ქრისტიანობა ცრურწმენაა, რომელმაც ბოლოსდაბოლოს ცივილიზაცია დაანგრია, - კეთილი, მე კი ვთვლი, რომ ქრისტიანულ მეცნიერება – თუ სერიოზულად აღიქვეს - ნებისმიერ ცივილიზაციას დაანგრევს. მაგრამ იმის თქმა, რომ მეოთხე ან მეხუთე საუკუნის ქრისტიანი ბარბაროსულ ეპოქაში მცხოვრები ბარბაროსია, იმის თქმის ტოლფასია, რომ მისის ედი წითელკანიანი ინდიელია. და თუ მისი ორგანული მიუღებლობა მათქმევინებს, რომ მისის ედი წითელკანიანი ინდიელია, სხვათა შორის, ეს სიცრუე იქნება. შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს მეოთხე საუკუნის რომის იმპერიული ცივილიზაცია ან მეცხრამეტე საუკუნის ამერიკის ინდუსტრიული ცივილიზაცია, მაგრამ ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ უარყოფს, რომ ორივე უდაოდ ისაა, რასაც ჩვეულებრივად ცივილიზაციაში ვგულისხმობთ. ეს ფაქტი აშკარაა და ამასთან ფუძემდებლურიც. ჩვენ ის კონსტრუქციული ქრისტიანობის ნებისმიერი შემდგომი აღწერის საფუძვლად უნდა ვაქციოთ. კარგია თუ ცუდი, ის არსებითად ცივილიზებული ეპოქის პროდუქტია - იქნებ ზედმეტად ცივილიზებულისაც. ესაა პირველი ფაქტი, რომელიც ყოველგვარი ქებისა თუ ძაგების მიღმაა, თუმცა ჩემთვის ძალიან ძნელია იმ გრძნობისაგან თავის შეკავება, რომ რაღაცას ვაქებ, როდესაც ქრისტიანულ მეცნიერებას ვადარებ. სულ მცირე, სასურველია იმ საზოგადოების ატმოსფეროს ოდნავი შეგრძნება მაინც გვქონდეს, რომელშიც რამეს ვგმობთ ან ვაქებთ, ამიტომ მეცნიერება, რომელშიც მისის ედი ტომაჰავკთან, Mater Dolorosa კი ტოტემებთანაა დაკავშირებული, საერთო სიკეთის გულისთვის სჯობს საერთოდ დავივიწყოთ. უმთავრესი ფაქტი არამარტო ქრისტიანობის, არამედ მთელი წარმართული ცივილიზაციის შესახებ ამ ფურცლებზე უკვე არაერთხელ გაგვიმეორებია: ხმელთაშუა ზღვამ ტბასავით თავი მოუყარა რამდენიმე განსხვავებულ კულტსა თუ კულტურას. წრის გარშემო განლაგებული ქალაქები თანდათანობით ერთი, კოსმოპოლიტური კულტურის მატარებლებად იქცნენ. საკანონმდებლო თუ სამხედრო თვალსაზრისით ეს რომის ერთიანი იმპერიაა, თუმცა ძალიან მრავალმხრივი. მას ცრურმორწმუნე შეიძლება დავარქვათ, რადგან უამრავ განსხვავებულ ცრუ რწმენას შეიცავს, მაგრამ ვერცერთ მის ნაწილს ბარბაროსულს ვერ დავარქმევთ.
ამ კოსმოპოლტური კულტურის მაღალ დონეზე აღმოცენდა ქრისტიანული რელიგია და კათოლიკური ეკლესია, როგორც სრულიად ახალი და უცნაური რამ. მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ ეს რაღაც უფრო ზომიერისა თუ ჩვეულებრივის ევოლუციის შედეგია, საკუთარი ევოლუციური მეთოდის გამოყენება ძალიან გაუჭირდათ. შეიძლება ივარაუდო, რომ ესენები და ებიონიტები თესლია, თუმცა თესლი უჩინარია, ხე კი სწრაფად გაიზარდა და სრულიად ანსხვავებულია. ეს ნამდვილად საშობაო ხეა იმ თვალსაზრისით, რომ ბეთლემის ამბის სიკეთესა და ზნეობრივ მშვენიერებას ინარჩუნებს; თან შვიდტოტა სასანთლესავით რიტუალურია, ხოლო მისი სანთლები დიდად აღემატებ ედვარდ მეექვსეს ლოცვათა პირველი წიგნით დაშვებულს. საკითხავია, ბელემის რადიციის მატარებელი რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ოქროს გამოყენებას, თუკი ის თვით მოგვებმა მოიტანეს, ან რატომ არ უნდა მოგვწონდეს საკმეველი ეკლესიაში, თუკი ის თავლაში აკმიეს. თუმცა ეს წინააღმდეგობები ნაკლებად მაინტერესებს. უფრო საინტერესო ის ისტორიული ფაქტია, და მას უფრო და უფრო მეტად იზიარებენ ისტორიკოსები, რომ ანტიკურმა ცივილიზაციამ ეკლესია არსებობის უადრეს ეტაპზევე შეამჩნია ყველაფრით, რაც მასში იგულისხმებოდა რაც მასში აღიზიანებდა. მოგვიანებით ვიმსჯელებ იმაზე, თუ რამდენად ახლოს იყო ის თავის დროის სხვა რიტუალურ, მაგიურ თუ ასკეურ მისტერიებთან. ის სრულებით არ ჰგავდა თანამედროვე ეთიურ და იდეალისტურ მოძრაობებს. მას ჰქონდა დოტრინა; მას ჰქონდა წესრიგი; მას ჰქონდა საიდუმლოებანი; მას ჰქონდა ინიციაციის ხარისხები, ის იღებდა და შორებდა ხალხს; მან დაამტკიცა ერი დოგმა და შეაჩვენა სხვები. თუ ეს ყველაფერი ანტიქრისტეს ნიშნებია, გამოდის, რომ ანტიქრისტეს მმართველობა ქრისტეს ძალიან საწრაფად მოჰყოლია.
ის, ვინც თვლის, რომ ქრისტიანობა ეკლესია კი არა, არამედ იდეალისტთა ზნეობრივი მოძრაობა იყო, იძულებულია მისი დამახინჯებისა და გაქრობის დრო სულ უფრო უკან გადაწიოს. რომის ეპისკოპოსი ხელისუფლებას წერილობით წმ. იოანე მახარობლის სიცოცხლეშივე მოითხოვდა და ამას პირველ პაპისტურ აგრესიად ახასიათებენ. მოციქულთა მეგობარი წერს, რომ იცნობს მათ და მათგან ეზიარა საიდუმლოებებს, ბატონ უელსს კი ბუზღუნებს, რომ ბარბაროსული სისხლიანი რიტუალებისკენ უკუქცევა შესალოა მოსალოდნელზე უფრო ადრე მოხდა. მეოხე სახარების თარიღი, ერთ დროს განუწყვეტლად რომ გვიახლოვდებოდა, ახლა ასევე განუწყვეტლად გვშორდება და ბოლოს, კრიტიკოსების გასაოგნებლად, იქ გაჩერდება, სადაც თავად ამბობს, რომ არის. ჭეშმარიტი ქრისტიანობის განადგურების უადრესი თარიღი ალბათ მაინც გერმანელმა პროფესორმა იპოვა, რომლის ავტორიტეტსაც დინ ინჯი მიმართავს; ეს განსწავლული მეცნიერი აცხადებს, რომ სულთმოფენიდან იწყება ეკლესიური, დოგმატური და დესპოტური ქრისტიანობა, რომელიც სრულიად უცხოა იესო ნაზარეველის მარტივი იდეებისთვის. ამას ჩვეულებრივი და სამეცნიერო ენითაც ზღვარი ჰქვია. საკვირველია, თუ როგორ წარმოუდგენია ამ ყაიდის პროფესორებს ადამიანი. მოდი ჩავთვალოთ, რომ საქმე უბრალო ადამიანურ მოძრაობას ეხება – ვთქვათ, სინდისის მოსაზრებებით სამხედრო სამსახურის უარმყოფელებს. ხომ ამბობენ, თითქოს ადრეული ქრისტიანები პაციფისტები იყვნენ; მე ამის წამითაც კი არ მჯერა, მაგრამ პოლემიკის ინტერესით მზად ვარ, ეს პარალელი მივიღო. წარმოიდგინეთ, რომ ტოლსტოი ან ვინმე სხვა, გლეხთა შორის მშვიდობის მქადაგებელი მეაბოხესავით დახვრიტეს. ცოტა ხანში მისი რამდენიმე მიმდევარი მის მოსაგონებლად იკრიბება; მათ ამ მოგონების გარდა საერთო არაფერი არ გაანიათ; ეს სრულიად განსხვავებული ხალხია და ერთადერი, რაც მათ აკავირებს, საყოველაო მვიდობის ამ მქდაგებლის ტრაგედიაა. ისინი გამუდმებით იმეორებენ მის სიტყვებს, უბრუნდებიან მის პრობლემებს, ბაძავენ მის ხასიათს. ორმოცდამეაე დღეს შეკრებილ ამ პაციფისტებს უეცარი ენუზიაზმის ექსტაზი ეუფლება და ისინი ერთხმად ითხოვენ საყოველთაო გაწვევის შემოღებას, სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაზრდას, ყველას კბილებამდე შეიაღაღებას და საზრვრების არტილერიით გამაგრებას. საბოლოოდ შეკრება სამხედრო-პატრიოტული სიმღერებით სრულდება. აი ესაა ამ კრიტიკოსთა თეორიის პატიოსანი პარალელი, თითქოს გადასვლა იესოს მათეული წარმოდგენიდან კაოლცზმის მათეულ წარმოდგენაზე სულთმოფენობის დღეს, პატარა ოთახში მოხდა. თუ საღი აზრი არსებობს, ნამდვილად უნდა გიკარნახოს, რომ მხოლოდ წინამძღოლის სიყვარულით შეკრებილები არ გაიქცევიან იმის დასაარსებლად, რაც მას სძულდა. “საეკლესიო და დოგმატური ქრისტიანობა” თუ სულთმოფენობის ხნისაა, შობის ხნისა ყოფილა და ეგაა. თუ მას ესოდენ ადრეულ ქრისტიანებში მივაკვლიეთ, ქრისტეშიც მიგვიკვლევია.
და თუ ასეა, მაშინ ეგვილია ამ ორი უარყოფით დავიწყოთ: უაზრობაა იმის მტკიცება, თითქოს ქრისტიანობა პრმიტიულ – უწიგნურსა და გულუბრყვილო ეპოქაში დაიწყო; ასეთივე უაზრობაა იმის მტკიცება, რომ ქრისტიანობა მარტივი – ბავშვური და ინსტიქტური რწმენაა. ერთადერთი, რითაც ქრისტიანობა წარმარულ სამყაროს ერგებოდა, ორივეს არამარო მაღალი ცივილიზირებულობა, არამედ სირთულეცაა. ორივე ხაზგასმულად მრავალმწახნაგაა; თუმცა ანტიკურობა მრავალმწახნაგა ხვრელი იყო, ვთქვათ, ექსვკუთხფორმის, რომლიც ასეთივე ფორმის თავსახურს ელოდებოდა. მხოლოდ ეკლესია იყო იმდენად მრავალმწახნაგოვანი, რომ სამყაროს მორგებოდა. მედიტერანული სამყაროს ექვსი მხარე ერთმანეთს უცქერდა და ისეთ რასმე ელოდა, რაც ყველა მხარეს ერდროულად გაიხედავდა. ეკლესია ერდროულად რომაული, ბერძნული, ებრაული, აფრიკული და აზიური უნდა ყოფილიყო. წარმართთა მოციქულის ზუსტი სიტყვებით, ის ყველა ადამიანისთვის ყველაფერი უნა ყოფილიყო. ამდენად, ქრისტიანობა ბარბაროსული დროის წარმონქმნივით მარტივი და ნედლი არ ყოფილა. საპირისპირო ბრალდება ბევრად უფრო საფუვლიანია. ის, რომ ქრისტიანობა ცივილიზაციის დაცემის საბოლოო სტადიაა, საღ აზრს ნაკლებად ეწინააღმდეგება: თითქოს ეს ცრურწმენა რომის სიკვდილის ნიშანია, რომლიც ზედმეტი ცივილიზებულობისგან კვდებოდა. ეს არგუმენტი განხილვას ბევრად უფრო მეტად იმსახურებს.
ამ წიგნის დასაწყისში ბუნებაში ადამიანის გაჩენა ისტორიქრისტიანობის აღმოცენებას შევადარე. ვქვი, რომ ორივე შემთხვევაში ის, რაც ხდებოდა მანამდე, შესაძლოა მიანიშნებდა, რომ რაღაც მოხდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმას, რაც მოხდა. განყენებული აზროვნება გარკვეული მაიმუნების დანახვისას შესაძლოა მეტ ანტროპოიდებს ივარაუდებდა, მაგრამ არა ადამიანს ან რაიმეს, მასთან ოდნავ ახლოს მდგომსაც კი. მოკლედ, მას შეელო პითეკანტროპი ან “დაკარგული რგოლის” გაურკვეველი მოხაზულობა დაენახა მომავალში, ისეთივე გაურკვეველი და საეჭვო, როგორსაც ჩვენ ვხედავთ წარსულში. თუმცა წარმოქმნის წინასწარ განჭვრეტასთან ერთად სავარაუდოა გაქრობის განჭვრეტაც, მწირი კვალის დამტოვებელი, თუკი ეს კვალია საერთოდ. ამ “დაკარგული რგოლის” განჭვრეტა არ ნიშნავს ადამიანის, ან მასთან ოდნავ მიახლოებულის განჭვრეტას. ეს ადრინდელი ახსნა აქ ალიან გამოგვადგება, რადგანაც ის ეკლესიას და ხრწნამორეული იმპერიიდან მისი ბუნებრივი აღმოცენების ვარაუდს ასევე ზუსტად ესადაგება.
მართალაც, ადვილი იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ იმპერიული დეკადანსი ქრისტიანობისმაგვარ რასმე წარმოქმნიდა, ანუ ოდნავ მიმსგავსებულს და უკიდეგანოდ განსხვავებულს. ადვილი სავარაუდო იყო, მაგალითად, რომ ადამიანს ეფიქრა: “სიამოვნების წრეგადასული დევნა პესიმიზმში აისახება, იქნებ ასკეტიზმის ფორმაც შეიინოს. ადამიანები თავს დაისახიჩრებენ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თავი ჩამოიხრჩონ;” ან ასეთი რამ:რადგან ჩვენმა ბერძნულმა და ლათინურმა ღმერთებმა დაგვღალეს, შეიძლება ხალხი ამა თუ იმ აღმოსავლურ მისტერიას დაეწაფოს. სპარსელები და ინდოელები მოდაში შემოვლენ.” გამოცდილი და ჭკვიანი კაცი იფიქრებდა: “ ძლიერ ასეთ აკვიაებები სჩვევიათ; ერთ დესაც მათ სასამართლო რომელიმეს დააკანონებს.” სხვა, უფრო პირქუში წინასწარმეტყველი კი დაასკვნიდა: “მსოფლიო დაღმართში მიექანება. ბნელი ველური რურწმენა დაბრუნდება – მნიშვნელობა არ აქვს, რომელი – ყველა უფორმო და ღამის სიზმარივით მოუხელთებელია.”
საინტერესო ისაა, რომ ყველა ასეთი წინასწარმეტყველება ახდა, მაგრამ არა ეკლესიის წყალობით. პირიქით, ეკლესიამ მათ თავი დააღწია, დაამარცხა ისინი და გამარჯვებული აღიმართა. როგორც სავარაუდო იყო, შიშველმა ჰედონიზმმა შიშველი ასკეტიზმი წარმოქმნა. ამ მოძრაობას მანიქეველობა ერქვა და ეკლესია მას სასიკვდილოდ მტრობდა. როგორც სავარაუდო იყო, ის სრულიად ბუნებრივად წარმოიქმნა და ასევე ბუნებრივად გაქრა. შიშველი პესიმიზმი მანიქეველებთან ერთად მოვიდა და მათთან ერთად გაქრა, მაგრამ ეკლესია არც მათთან ერთად მოსულა და არც მათთან ერთად გამქრალა; და ის მათ წასვლასთან უფრო მეტადაა დაკავშირებული, ვიდრე მოსვლასთან. კვლავ, როგორც სავარაუდო იყო, სკეპსისთან ერთად აღმოსავლური რელიგიების მოდამაც იმძლავრა: მითრა პალესტინის მიღმა, სპარსეთის გულიდან გამოვიდა და ხარის სისხლის უცნაური მისტერიები მოიტანა. ყველაფერი იმის სასარგებლოდ მეტყველებდა, რომ რომელიმე ასეთი მოდა აუცილებლად დამკვიდრდება, თუმცა არაფერი არ მოასწავებდა, რომ ის აღარ გაივლის. აღმოსავლური ახირება ზედგამოჭრილი იყო მეოთხე ან მეხუთე საუკუნისთვის, თუმცა ეს არანაირად არ ხსნის მის მეოცე საუკუნემდე გაგრძელებას. მოკლედ, ასეთი რამის მოსალოდნელობა ხსნის მითრაიზმის მაინდელ დამკვიდრებას, მაგრამ არა ჩვენს, უფრო თანამედროვე გამოცდილებას. დღესაც რომ მირაისტები ვყოფილიყავით უბრალოდ იმ მიზეზით, რომ მითრაისტული თავსაბურავები და სხვა სპარსული ხუტურები მიციანეს დროს მოდის უკანასკნელი ძახილი იყო, ცოტა არ იყოს, უგემოვნებობაში ჩაგვეთვლებოდა.
იგივე დაემართა ოფიციალური ფავორიტიზმის იდეასაც. რომის იმპერიის დაკნინებისა და დაცემის დროს ძებნილი ასეთი ახირება რომის იმპერიაშივე უნდა არსებულიყო და შემდეგ მასთან ერთად დაცემულიყო. ეს სრულიად არ ხსნის ისეთი რამის არსებობას, რამაც გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაუწია დაკნინებასა და დაცემას და პირიქით, იზრდებოდა და მტკიცდებოდა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი კნინდებოდა და ეცემოდა; მეტიც, ახლაც უშიშრად და ენერგიულად მიიწევს წინ, როდესაც სხვა ეპოქა სრულდება და დასაცემად თუ დასაკნინებლად ახლა უკვე თითქოს სხვა ცივილიზაცია გამზადებულა.
და აი საინტერესო ფაქტი: თავად მწვალებლობანი, ადრეულმა ეკლესიამ რომ გაანადგურა, ამოწმებენ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებათა უსამართლობას. თუ რამ იმსახურებს ბრალდებას, სწორედ ისაა, რისი გმობისთვისაც მას ბრალს სდებენ. ყველაფერი, რაც ცრურწმენა იყო, მან თავად დაგმო. თუ რამ ბარბაროსობისკენ უკან დახევა იყო, მან თავად დაგმო. თუ რამ წარმავალი იმპერიის ახირება იყო, რაც სიკვდილს იმსახურებდა და მოკვდა, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიამ მოკლა. ეკლესიას საყვედურობენ ზუსტად იმას, რისთვისაც ის მწვალებლობას ავიწროებდა. არიანელობის, გნოტიციზმისა და ნესტორიანელობის დაბადებისა და სიკვდილის ახსნა, რომელსაც ევოლუციონისტი ისტორიკოსები და უმაღლესი კრიტიკოსები გვთავაზობენ, ჭეშმარიტია. მათ ის ვერ აუხსნიათ, რატომ დაიბადა ეკლესია და რატომ უარობს სიკვდილს, ყველაზე მეტად კი ის, რატომ ებრძვის გამალებით ბოროტებას, რომელსაც მათი აზრით თავად უნდა იზიარებდეს.
მოდი, ერთი პრინციპის პრაქტიკულ მაგალითებს მივმართოთ; პრინციპისა, რომლის მიხედვით მომაკვდავი იმპერიის ყველა ცრურწმენა მასთან ერთად მოკვდა და სულაც არაა ის, რამაც იმპერია დაანგრია. ამ მიზნით ქრისტიანობის წარმოშობის ორ – სამ გავრცელებულ თანამედროვე კრიტიკულ მოსაზრებას მოვიყვან. აი ერთი ყველაზე უფრო გავრცელებულის სავარაუდო მაგალითი: ”ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა ასკეტური, უდაბნოსკენ მისწრაფებული, მონასტერში გამოკეტილი, სიცოცხლისა და ბედნიერების უარმყოფელი მოძრაობაა; ნაწილი პირქუში და ანტიადამიანური რეაქციისა თვით ბუნების წინააღმდეგ; სხეულის სიულვილი, ნივთიერი სამყაროს მიმართ ძრწოლა, შეგრძნებათა და თვით მე-ს საყოველთაო განადგურება. ის აღმოსავლური, ფაკირების ჯურის ფანატიზმიდან მოდის და საგანგებო აღმოსავლურ პესიმიზმს ეფუძნება, რომელიც თვით არსებობასაც კი ლამის ბოროტებად მიიჩნევს.”
გასაოცარი ისაა, რომ ეს ზედმიწევნით სრული სიმართლეა, რომელსაც არასწორ პიროვნებას მიაწერენ. ეს არაა ეკლესია, ეს ეკლესიის მიერ დაგმობილ მწვალებლობებია. გეგონება, ვინმემ გეორგ მესამის მინისტრთა შეცდომებისა და არასწორი მმართველობის დეტალური ანალიზი ჩაატარა და მცირეოდენი გაუგებრობის გამო მთელი ამბავი ჯორჯ ვაშინგტონს მიაწერა, ან ბოლშევიკების უკლებლივ მთელი დანაშაულებანი მეფეს აჰკიდა. ადრეული ეკლესია მართლაც ძალიან ასკეტური იყო, მაგრამ სულ სხვა ფილოსოფიასთან დაკავშირებით; თუმცა სიცოცხლესა და ბუნებასთან ომის ფილოსოფია მართლაც არსებობს, უბრალოდ კრიტიკოსებმა არ იციან, თუ სად უნდა ეძებონ.
სინამდვილეში კი აი რა მოხდა: როცა ქვეყნად რწმენა აღმოცენდა, ის მისტიკური და მეტაფიზიკური სექტების გარემოცვაში მოექცა, როგორც ფუტკარი კრაზანების გუნდში. ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის დიდი არაფერი განსხვავებაა, თუ საქმე ერთმანეთის დაგესლვით შემოიფარგლება. ერთადერთი სხვაობა იმაშია, რომ ამ მოზუზუნე მასაში მხოლოდ ერთ, ოქროს წერტილს შეეძლო წინ წასვლა და სკის გაკეთება, რათა ადამიანთათვის თაფლი და ცვილი, ანუ “ორი უკეთილშობილესი რამ – სიტკბო და ნათელი” მიეცა (რაც ასე მშვენივრად ითქვა იმ მნიშნელობით, რომელიც საკმაოდ იოლად დავივიწყეთ). კრაზანები იმავე ზამთარს დაიხოცნენ, სიძნელეც დიდწილად იქედან მოდის, რომ მათზე არავინ არაფერი იცის, უმრავლესობას კი საერთოდ არაფერი სმენია, ასე რომ ჩვენი რელიგიის პირველი ფაზის ამბავი საერთოდ დაკარგულია. სხვა მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, როდესაც ეს თუ სხვა მოძრაობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ჯებირს არღვევდა და ევროპაში მისტიკური იდეები მოჰქონდა, საკუთართან ერთად სხვა იდეების ზღვა მოჰყვებოდა, ძირითადად ასკეტური და თითქმის ყველა – პესიმისტური. მათ თითქმის წალეკეს წმინდად ქრისტიანული ელემენტი. მათი წყარო ძირითადად ის რეგონია, რომელიც ბუნდოვანი საზღვარია აღმოსავლურ ფილოსოფიებსა და აღმოსავლურ მითოლოგიებს შორის და რომელიც შლეგ ფილოსოფოსებთან კოსმოსის რუკებად და გენეალოგიურ ხეებად წარმოდგენის წყურვილს იზიარებს. იდუმალი მანისგან მომდინარეს მანიქეური, სხვა მსგავს კულტებს კი ზოგადად გნოსტიკურს უწოდებენ. უმრავლესობა ლაბირინთული სირთულისაა, თანაც უკლებლივ ყველა პესიმისტურია: უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამყარო ბოროტი სულის შექმნილია. ზოგიერთს ბუდიზმის აზიური ატმოსფერო ახლდა: თითქოს სიცოცხლე ყოფიერების სიწმინდის შერყვნაა. ზოგი მათგანი თვლიდა, რომ წმინდად სულიერი წესრიგი მზის, მთვარის და ვარსკვლავებისნაირი სათამაშოების შექმნით უხეშადაა გამასხარავებული. მართალია შუაგულ აზიის მეთაფიზიკური ზღვიდან მოსულმა ამ ტალღამ ჯებირებში ქრისტეს რწმენასთან ერთად შემოაღწია, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული რამ იყო, წყლისა და ზეთის დინების მსგავსი. რწმენამ ზღვაში მდინარის სასწაულებრივი ფორმა შეინარჩუნა და სასწაულის საბუთიც პრაქტიკული იყო: ვიდრე მთელი ზღვა სიკვდილით გემოთი დამლაშდა, ეს ერთადერთი ნაკადი ადამიანს წყურვილს უამებდა.
ახლა დოგმატიკური დეფინიციებისა და გარიცხვის წყალობით შენარჩუნებული სიწმინდის შესახებ: სხვანაირად, როგორც ჩანს ეს ვერ მოხერხდებოდა. მანიქეველობა რომ არ დაგმობილიყო, ეკლესია უბრალოდ მანიქეური გახდებოდა. გნოსტიკოსები რომ არ გაეკიცხათ, შეიძლება გნოსტიკური გამხდარიყო. თუმცა თვით მათი დაგმობის ფაქტი ამტკიცებს, რომ ის არც გნოსტიკური იყო და არც მანიქეური. მაშ რაღა უნდა ყოფილიყო ის, რაც მათ გმობდა, თუ არა ბეთლემის მალემრსბოლთა მოტანილი ჭეშმარიტი სახარება და აღდგომის საყვირი? ადრეული ეკლესია ასკეტური იყო, მაგრამ არა პესიმისტური და მან ეს პესიმისტთა დაგმობით დაამტკიცა. რწმენა აცხადებდა რომ ადამიანი ცოდვილია, მაგრამ სიცოცხლე ბოროტებად არ გამოუცხადებია და ეს მის მგმობელთა შეჩვენებით დაამტკიცა. ადრეულ ერეტიკოსთა დაგმობა თავადაა დაგმობილი, როგორც სივიწროვისა და გაღიზიანების მაჩვენებელი, სინამდვილესი კი ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ეკლესიას სურდა ფართო და კეთილგანწყობილი ყოფილიყო. მან დაამტკიცა, რომ პრიმიტიული კათოლიკენი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდნენ იმის ახსნას, რომ არ ფიქრობენ, თითქოს ადამიანი ბოროტია, სიცოცხლე კი უიმედოდ უბადრუკი, რომ ქორწინება ცოდვაა, შესაქმე კი ტრაგედია. ისინი ასკეტები იყვნენ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლებოდა სამყაროს ცოდვისგან განწმენდა და თვით ანათემათა ქუხილშიც კი ამტკიცებდნენ, რომ მათი ასკეზა არ იყო ანტიადამიანური და ანტიბუნებრივი, რომ მათ სამყაროს განწმენდა სურდათ და არა განადგურება. როგორც ჩანს, ამ ანათემათა გარეშე მას ვერაფერი გაწმენდდა იმ დაბნეულობაში, რომელიც ახლაც მათ მათსავე სასიკვდილო მტრებში ურევს. მხოლოდ დოგმას შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია პესიმისტების მიერ ბუნების წინააღმდეგ გამოცხადებული ომისთვის, დაუოკებელი წარმოსახვით რომ აწარმოებდნენ, მათი ეონებითა და დემიურგით, უცნაური ლოგოსითა და პირქუში სოფიათი. ეკლესიას რომ თეოლოგია არ მოეშველიებინა, მისტიკოსთა შეშლილ მითოლოგიაში გაითქვიფებოდა, გონებასა და რაციონალისზმს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად - ცხოვრებასა და სიცოცხლის სიყვარულს ჩამოცილებული. თან გვახსოვდეს, რომ ეს ამოტრიალებული, წარმართულის ყველანაირ ბუნებრივობას მოკლებული მითოლოგია იქნებოდა. მითოლოგია, რომელშიც პლუტონი იუპიტერზე, ჰადესი კი ოლიმპოზე მაღლა მოექცეოდნენ, სადაც ბრაჰმა და ყველაფერი, რაც სიცოცხლით სუნთქავს, სიკვდილის თვალით მზირალი შივას ქვეშევრდომებად გადაიქცეოდნენ.
თავად ადრეული ეკლესიის მიწიერისგან განდგომისა და უბიწობის აღტაცებული ენთუზიაზმი ამ განსხვავებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საზღვარს, რომელიც დოგმამ გაავლო: ადამიანს შეეძლო მიწაზე ეხოხა ასკეზის გამო, შეეძლო დღედაღამ სვეტზე მდგარიყო და ასკეზით სახელი გაეთქვა, მაგრამ ვერ იტყოდა, რომ სამყარო შეცდომაა, ან ქორწინება ცოდვის მდგომარეობა, თუ არ უნდოდა, რომ მწვალებლად შეერაცხათ. რა არის ეს, რაც ასე შეგნებულად, მკაცრი განმარტებითა და მკვეთრი უარყოფით ემიჯნება აღმოსავლურ ასკეტიზმს, თუ არა სრულიად განსხვავებული და თვითმყოფადი რამ? და თუ კათოლიკე გნოსტიკოსში ერევათ, ეს მისი ბრალი არაა. ერთი და იგივე კრიტიკოსები კათოლიკეებს მწვალებელთა დევნასა და მწვალებლობის თანაგრძნობაში ერთდროულად ადანაშაულებენ.
ეკლესია არ იყო მანიქეური მოძრაობა, უბრალოდ ასკეტური მოძრაობაც კი - თუნდაც იმიტომ, რომ ის საერთოდ არანაირი მოძრაობა არ იყო. ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის ასკეტიზმის მომთვინიერებელი უფროა, ვიდრე უბრალოდ მისი წინამძღოლი ან შემარბილებელი. მას ასკეტიზმის საკუთარი თეორია და საკუთარი სახეობა ჰქონდა, მაგრამ იმ დროისთვის ყველა სხვა თეორიისა და სახეობის თვალშისაცემი მომრიგებელი იყო. ესაა ნეტარი ავგუსტინეს ამბის არსი. როგორც უბრალოდ ამა სოფლის, დროის დინებას მიყოლილი ადამიანი ის მანიქეველია – ეს იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე და მოდური რამ გახლდათ. მაგრამ კათოლიკედ მოიქცა თუ არა, პირველი, ვისაც მიუბრუნდა და ნაკუწებად აქცია, სწორედ მანიქეველებია. ასეთი იყო კათოლიკური გზა - ასკეტი რომ გამხდარიყო, პესიმიზმი უნდა მიეტოვებინა. პესიმისტების ინტერპრეტაციით, მან ასკეტიზმი მიატოვა, რათა წმინდანი გამხდარიყო. სიცოცხლისთვის გამოცხადებული ომი, ბუნების უარყოფა სწორედ ისაა, რაც მან ეკლესიის გარეთ, წარმართობაში იპოვა და მათი დაგმობა დასჭირდა, რათა ეკლესიაში შესულიყო. თვით ის ფაქტი, რომ წმ. ავგუსტინე უფრო მკაცრი და სევდიანი ფიგურაა წმ. ფრაცისკთან თუ წმ. ტერეზასთან შედარებით, დილემას მხოლოდ ამახვილებს. კათოლიკეთა შორის ყველაზე უფრო მძიმესა და პირქუშის პირისპირ დარჩენილებმა იქნებ ვიკითხოთ: “რატომ ეომებოდა კათოლიკეობა მანიქეველებს, თუ თავად მანიქეველობაა?”
ქრისტიანობის აღზევების სხვა რაციონალისტური ახსნა ავიღოთ. ასეთ კრიტიკასაც ძალიან ხშირად შეხვდები: “ ქრისტიანობა საერთოდ არ აღზევებულა, ანუ ქვევიდან არ წამოსულა, ის ზემოდან დააწესეს. ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალის ილუსტრაციაა, განსაკუთრებით დესპოტურ სახელმწიფოში. იმპერია მართლა იმპერია იყო, ანუ მას მართლაც მართავდა იმპერატორი. ისე მოხდა, რომ იმპერატორთაგან ერთერთმა ქრისტიანობა მიიღო. ზუსტად ასევე შეიძლებოდა მითრას მიმდევარი ან ცეცხლთაყვანისმცემელი გამხდარიყო - დაცემის გზაზე დამდგარ იმპერიაში დაწინაურებული და განათლებული ხალხი ხშირად ეტანებოდა ამ ექსცენტრიკულ აღმოსავლურ კულტებს. თუმცა როდესაც მიიღო, ის რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, ამან კი ისეთივე ძლიერი, საყოველთაო და დაუმარცხებელი გახადა, როგორიც რომის იმპერია იყო. ის რომის იმპერიის გადმონაშთია, ან როგორც ამბობენ - კეისრის აჩრდილი, რომელიც რომს თავს დასტრიალებს.” ორთოდოქსიის ჩვეულებრივი, გავრცელებული კრიტიკაა იმის თქმა, რომ ოთოდოქსიად ის ოფიციალურობამ გადააქცია. და კვლავ, ამის გასაქარწყლებლად მწვალებლებს მოვიხმობ.
არიანული მწვალებლობის მთელი დიდი ისტორია თითქოს ამ იდეის ასაფეთქებლადაა მოგონილი. ამ ძალიან საინტერესო ისტორიას ხშირად იმეორებენ ამ მიმართებით. მისი შედეგი კი ისაა, რომ ეს ერთადერთი, მხოლოდ ოფიციალური რელიგია სწორედ იმ მიზეზით მოკვდა, რომ მხოლოდ ოფიციალური იყო და სხვა არაფერი, ხოლო რამაც ის მოკლა, რეალური რელიგიაა. ქრისტიანობის არიოზის მიერ წამოწეული ვერსია მსგავსია იმისა, რასაც უნიტარიანელობას ვეძახით, თუმც განსხვავდება იმით, რომ ქრისტეს საინტერესო, ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის გარდამავალ მდგომარეობას ანიჭებს. საქმე ისაა, რომ ბევრს მოეჩვენა, თითქოს ეს ბევრად უფრო გონიერია და ნაკლებად ფანატიკური. ამათ შორის დიდი ნაწილი განათლებულ ფენას წარმოადგენდა, რომლებსაც მოქცევის რომანტიკის შემდგომი რეაქცია დაეუფლა. არიანელობას ზომიერი და მოდერნისტული ელფერი დაჰკრავს - თითქოს საწყისი აყალმაყალის შემდეგ ყველაფერი უნდა დალაგდეს და რაციონალიზებული რელიგიის ცივილიზებული ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს. ღვთაებრივი კეისარი მას თავად იღებს და ის ოფიციალური ორთოდოქსიად იქცევა. ჩრდილოეთის ახალი ბარბაროსული ერთეულებიდან მოხმობილი მთავრები და სარდლები, მომავლით აღსავსენი, მას მძლავრად ემხრობიან. გაგრძელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ზუსტად ისევე, როგორც უნიტარიანელობაგამოვლილი თანამედროვე ადამიანი სრული აგნოსტიციზმით ამთავრებს, არიანელ იპერატორთა შორის უდიდესმა საბოლოოდ ჩამოიშორა ქრისტიანობის ყოველგვარი ნიშანწყალი: მან არიოზიც მიატოვა და აპოლონს დაუბრუნდა. ის კეისართა კეისარი იყო – მეომარი, სწავლული, დიდი გეგმებისა და იდეალების კაცი, ერთი ფილოსოფოს მეფეთაგანი. მას მოეჩვენა, რომ მის მიერ მიცემულ ნიშანზე მზე კვლავ ამობრწყინდა, ქურუმები კვლავ განთიადის ჩიტებივით აჭიკჭიკდნენ, წარმართობამ საკუთარი თავი დაიბრუნა, ღვთაებებც დაბრუნდნენ. უცხო ცრურწმენის უცნაური ინტერლუდია თითქოს დასრულდა. სინამდვილეში უბრალო ცრურწმენის უბრალო ინტერლუდია მართლაც დასრულდა. დასრულდა იმიტომ, რომ მხოლოდ იმპერატორის ახირება და ერთი თაობის წარმავალი მოდა იყო და სხვა არაფერი. თუ რამ მართლა დაიწყო კონსტანტინეთი, იულიანეთი დასრულდა.
თუმცა იყო რაღაც, რაც არ დამთავრებულა. საეკლესიო საბჭოების დემოკრატიას, მთელ სამყაროს ათანასე დაუპირისპირდა. აქ წუთით შევჩერდეთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია მთელი რელიგიური ისტორიის გაგებისათვის, რომელიც თანამედროვე მსოფლიომ როგორც ჩანს, დაკარგა. თუ რამ საკითხი არსებობს, რომელიც განათლებულთ და ლიბერალურთ უნაყოფო დოგმის და უაზრო სექტანტობის საშინელებათა გასამასხრებელ მაგალითად მოჰყავთ ხოლმე, ათანასესეული საკითხია – ძის ღვთისა მარადიულობის შესახებ. მეორე მხრივ, იგივე ლიბერალები თუ რასმე გვთავაზობენ სუფთა და უბრალო, დოქტრინალური კამათით დაუმძიმებელი ქრისტიანობის ნიმუშად, ეს ერთი წინადადებაა: “ღმერთი სიყვარულია.” არადა ორივე განცხადება თითქმის იდენტურია. სულ მცირე, ერთი მეორის გარეშე თითქმის აბსურდულია. “უნაყოფო დოგმა” ერთადერთი ლოგიკური ფორმაა ამ მშვენიერი განცხადებისა, რადგან თუ არსებობს დაუსაბამო, რაც ყველაფერზე ადრე არსებობდა, რა უნდა ჰყვარებოდა? თუ იმ წარმოუდგენელი მარადისობის განმავლობაში მარტო იყო, რა აზრი აქვს თქმას, რომ ის სიყვარულია? ამ იდუმალების ერთადერთი გამართლება მისტიკური კონცეფციაა, რომ მის საკუთარ ბუნებაში არის თვითგამოხატვის ანალოგიური რამ; რაღაც შობისა და ნაშობის ჭვრეტის მსგავსი. რაიმე ამის მსგავსი იდეის გარეშე მართლაც ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ღვთაებრივის უმაღლესი არსის სიყვარულის იდეით გართულებაში. თუ ახლანდელთ მართლა სწყურიათ სიყვარულის უბრალო რელიგია, შეუძლიათ ათანასესეულ მრწამსში იპოვონ. ჭეშმარიტი ქრისტიანობის საყვირი, ბეთლემისა და შობის სიყვარულისა და უბრალოების მოწოდება არასდროს ასე მიმზიდველად და შეუცდომლად არ აჟღერებულა, როგორც არიანელთა ცივ კომპრომისთან ათანასეს შეურიგებლობაში. სწორედ ესაა ის ადამიანი, რომელიც სიყვარულის ღმერთისთვის იბრძოდა კოსმოსური მართვის უფერული და შორეული ღმერთის – სტოიკოსთა და აგნოსტიკოსთა ღმერთის წინააღმდეგ. სწორედ ესაა ის ადამიანი, რომელიც წმინდა ყრმისთვის იბრძოდა ფარისეველთა და სადუკეველთა ნაცრისფერი ღვთაების წინააღმდეგ. ის იბრძოდა მშვენიერი ურთიერთდამოკიდებულებისა და სიახლოვის წონასწორობისათვის წმინდა სამების ღვთაებრივ ბუნებაში, რომელიც ასე იზიდავს ჩვენს გულებს წმინდა ოჯახისაკენ. მისი დოგმა, თუ ამ გამონათქვამს არ გავაყალბებთ, ღმერთსაც კი წმინდა ოჯახად აქცევს.
ეს წმინდად ქრისტიანული დოგმა მეორედ აუჯანყდა იმპერიას და სინამდვილეში ხელმეორედ დააარსა ეკლესია იმპერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც თავისთავად ამტკიცებს, რომ სამყაროში რაღაც დადებითი და პიროვნული მოქმედებდა დამოუკიდებელად იმისაგან, თუ რას აირჩევდა იმპერია ოფიციალურ სარწმუნოებად; ამ ძალამ სრულად გაანადგურა ოფიციალური სარწმუნოება, რომელიც იმპერიამ მიიღო, ის საკუთარი გზით მიდიოდა და მიდის ახლაც. უამრავი სხვა მაგალითი არსებობს, სადაც იგივე პროცესი მეორდება, მანიქეველთა და არიანელთა შემთხვევების მსგავსად. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგალითად, ეკლესიას მოუხდა იგივე სამების დაცვა, რომელიც უბრალოდ სიყვარულის ლოგიკური გამოხატულებაა, იზოლირებული და გამარტივებული ღვთაების სხვა, ისლამური გამოხატულებისგან. თუმცა ბევრი ვერ ხედავს, რისთვის იბრძოდნენ ჯვაროსნები, ზოგნი კი ამბობენ, რომ ქრისტიანობა არასდროს სხვა არა ყოფილა რა, გარდა იმისა რასაც ისინი “ჰებრაიზმს” ეძახიან, რომელიც ელინიზმის დაცემისას შემოვიდა. ასეთებს ნახევარმთვარისა და ჯვრის ომი უკვირთ. ქრისტიანობა რომ მხოლოდ პოლითეიზმის წამლეკავი მარტივი ზნეობა ყოფილიყო, არ მოიებნებოდა მიზეზი, რომლის გამოც ქრისტიანობა ისლამს არ უნდა წაელეკა. ჭეშმარიტება ისაა, რომ თავად ისლამი ბარბაროსული რეაქციაა ქრისტიანული ხასიათის არსებითად ადამიანურ სირთულეზე, ღვთაებრივში წონასწორობის იდეაზე, მსგავსად ოჯახისა, რაც ამ რწმენას საღი აზრით აღავსებს, ამ საღ აზრს კი ცივილიზაციის სულად აქცევს. ამიტომაა, ეკლესია დასაბამიდანვე რომ საკუთარ პოზიციას და თვალსაზრისს ინარჩუნებს მიუხედავად ეპოქათა დამაასითებელი შემთხვევითობებისა და ანარქიისა. ამიტომაა, რომ ის მიუკერძოებლად აყენებს დარტყმებს ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ, ხან მანიქეველთა პესიმიზმს, ხან კი პელაგიანელთა ოპტიმიზმს. ის არ იყო მანიქეური მოძრაობა, რადგან მოძრაობა საერთოდ არ იყო. ის დროდადრო ემთხვევოდა მოძრაობებს და მოდებს, ახერხებდა მათ დახვედრასაც და გასტუმრებასაც.
ასე აღიმართებიან საფლავებიდან დიდი ერესიარქები დღევანდელი მეგობრების დასამარცხებლად. არაფერია ისეთი, რასაც თანამედროვე კრიტიკოსი იტყვის და ეს დიდი მოწმენი ვერ გააქარწყლებენ: იტყვის მსუბუქად, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ასკეტური და ანტიბუნებრივი სულიერების მტარებელი რეაქცია, სიცოცხლესა და სიყვარულზე გაბოროტებული ფაკირების როკვაა? დიდი მისტიკოსი მანი მათ იდუმალი ტახტიდან შესძახებს: “ამ ქრისტიანებს უფლება არ აქვთ არც სულიერებაზე და არც ასკეტობაზე პრეტენზიისა. ისინი სიცოცხლით დაწყევლილნი და ოჯახის სიბინძურით გასვრილნი არიან . მათი წყალობით დედამიწა კვლავ წარყვნილია ნაყოფითა და მოსავლით, დაბინძურებულია მოსახლეობით. მათი მოძრაობა არაა ბუნების წინააღმდეგ მიმართული, თორემ ჩემი შვილები მას გამარჯვებამდე მიიყვანდნენ. ამ ბრიყვებმა სამყარო განაახლეს, როდესაც მის დასასრულებლად ხელის ერთი მოძრაობაღა მაკლდა.” სხვა კრიტიკოსი დაწერს, რომ ეკლესია მხოლოდ იმპერიის ჩრდილი, შემთხვევითი იმპერატორის ახირება და ევროპაში ჩარჩენილი რომის ძალაუფლების მოჩვენებაა? დიაკვანი არიოზი მივიწყებულთა წყვდიადიდან უპასუხებს: “ ასე რომ ყოფილიყო, მსოფლიო ჩემს ზომიერ რელიგიას გაჰყვებოდა, დემაგოგებმა და კეისრის მტრებმა რომ გაანადგურეს. ჩემს დამცველს მეწამული მოსასხამი და არწივთა დიდება ემოსა. ამის ნაკლებობისგან არ დავმარცხებულვარ.” მესამე თვლის, რომ მრწამსი ჯოჯოხეთური ცეცხლის პანიკური შიშად გავრცელდა; რომ ადამიანები ყველგან შეუძლებელს სჩადიოდნენ, რათა წარმოუდგენელ შურისგებას გაქცეოდნენ; რომ ეს წარმოსახვითი სინანულის კოშმარია. ასეთი ახსნა ბევრს დააკმაყოფილებს, ვინც მარლრწმენის დოქტრინაში რაღაც საშინელს ხედავს. მაგრამ აქ საშინელ ხმას აღიმაღლებს ტერტულიანე: “მაშ მე რატომღა უკუმაგდეს? რატომ უარყვეს რბილგულიანებმა და რბილტვინიანებმა ჩემს მიერ გამოცხდებული ყველა ცოდვილის დასჯა? რა ძალამ შემიშალა ხელი, როდესაც ყველა განგომილს ჯოჯოხეთით დავემუქრე? ჩემზე შორს ამ გზით არავინ წასულა; Credo Quia Impossible ხომ ჩემი სიტყვებია.“ აქვეა მეოთხე ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი სემიტური საიდუმლო საზოგადოების ნახელავია; რომ ეს კეთილი და კომფორტული წარმართობის, მისი ქალაქებისა და კერის ღმერთების მომთაბარეთა სულისკვეთებით შერყევაა, რათა მოშურნე მონოთეისტურ რასებს ბოლოსდაბოლოს თავიანთი მოშურნე ღმერთი დაემკვიდრებინათ. ამას უდაბნოს წითელი ქარბორბალიდან პასუხს მუჰამედი გასცემს:”ვინ ემსახურა ღმერთის მოშურნეობას ჩემსავით, ან ჩემზე მეტად ვინ განამარტოვა ის ზეცაში? ვინ მიაგო ჩემზე მეტი პატივი მოსესა და აბრაამს, ან ვინ იზეიმა ჩემზე მეტი გამარვება წარმარულ კერპებსა თუ ხატებებზე? რა ძალამ დამხია უკან ცოცხალი არსების ენერგიით, ან ვისმა ფანატიზმმა გამომაგდო სიცილიიდან და ამოძირკვა ჩემი ღრმა ფესვები ესპანეთის კლდეებიდან? რა რწმენა ამოძრავებდა ყველა ფენიდან და ქვეყნიდან ათასობით გამოსულს, რომლებიც გაჰყვიროდნენ, რომ ჩემი დამარცხება ღვთის ნებაა? რამ გადაისროლა კატაპულტასავით დიდი გოდფრი იერუსალიმის კედლის მიღმა, ან ელვასავით რამ გააჩინა დიდი სობესკი ვენის კარიბჭესთან? ვფიქრობ, რაღაც უფრო მეტია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია იმ რელიგიაში, რომელიც ჩემსას ასე დაუპირისპირდა.”
ისინი, ვისაც რწმენა ფანიტზმად წარმოუდგენიათ, თავს მარადიული დაბნეულობისვის წირავენ. მათი აზრით ის ყველაფერშიც და არაფერშიც ფანატიკურად ჩანს: ასკეტურია და ასკეტიზმს ებრძვის, რომაულია და რომს უჯანყდება, მონოთეისტურია და მონოთეიზმს გააფთრებული ეომება; მკაცრია სიმკაცრის გმობაში; აი გამოცანა, რომელსაც უაზრობასაც კი ვერ დაარქმევ. ან რა უაზრობაა ასეთი, მილიონობით განათლებულ ევროპელს, ყველა რევოლუციის მიუხედავად, აგერ უკვე თექვსმეტი საუკუნეა რომ სწამს? გონებაში არსებული გამოცანით, პარადოქსით ან უბრალოდ არეულობით ამდენ ხანს ვერავინ გაერთობოდა. მე სხვა ახსნა არ გამაჩნია, გარა ერისა: ეს უაზრობა სწორედ რომ აზრიანი რამაა და თუ ის ფანატიკურია, მხოლოდ აზრიანობის სასარგებლოდ და ყოველგვარი უაზრობის საწინააღმდეგოდ. ესაა ერთადერთი ახსნა, რომელიც მოვუძებნე იმას, რაც ასე განყენებულია და ასე თვითდაჯერებული, რაც თითქოს თავის მსგავსს გმობს, უარყოფს დახმარებას ძალებისგან, რომლებიც თითქოს საციცოცხლოდ მნივნელოვანია მისი არსებობისთვის, ადამიანურად იზიარებს ეპოქის ყველა გატაცებას და მაინც, უმაღლეს წერტილი, მყისიერად მათზე მაღლა დგება, არასდროს ამბობს ზუსტად იმას, რასაც მისგან ელიან და არასდროს სჭირდება უკვე ნათქვამის გადათქმა. მე სხვა ახსნა ვერ მოვძებნე, გარდა ერთისა: იუპიტერის ტვინიდან გამოსული პალლადას მსგავსად, ის ჭეშმარიტად ღმერთის გონებიდანაა წარმომდგარი; მოწიფული, მძლავრი, განსჯისა და ბრძოლისათვის აღურვილი.

No comments:

Post a Comment